მატნის N1 საჯარო სკოლის სამი წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლით დაჯილდოვდა
29-12-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

მათ შორის არიან: მარიამ ვარდოშვილი, ბაია ხოხობაშვილი და დიანა ზარავანდაშვილი, რომლებსაც სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის ოქროს მედლები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.

„ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203