„ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიის კვალდაკვალ“- აკეთის საჯარო სკოლის მასწავლებელმა და მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
29-12-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება.  

მათ შორის, ბიოლოგიის მასწავლებელმა - მზიური ბერიძემ, X-XI კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, პროექტი - „ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიის კვალდაკვალ“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში, დირექტორის - ერემი ტოროტაძის მხარდაჭერით, სასწავლო-საველე პრაქტიკა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

მოსწავლეები როგორც ენდემურ, ისე ინვაზიურ სახეობებს გაეცნენ. გარდა ამისა, გარემოს დასუფთავებისა და გამწვანების აქტივობები მოაწყვეს.

ახალგაზრდების განვითარების ქსელისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენელმა პირებმა  ლექცია-სემინარი ბიომრავალფეროვნების და დაცული ტერიტორიების შესახებ გამართეს.

საბოლოოდ, პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა პროექტი შეაჯამეს და დამსწრე საზოგადოებას განხორციელებული აქტივობები და პროექტის მიმდინარეობისას მიღებული ცოდნა გააცნეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203