მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება 
29-12-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. მოსწავლე-მასწავლებლები საახალწლო სამზადისში აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლის მე-2 კლასში, დამრიგებელმა - მარინა გავარდაშვილმა საახალწლო ღონისძიება ჩაატარა. მოსწავლეებმა ზეიმზე საახალწლო ლექსები წაიკითხეს, ცეკვები, სიმღერები შეასრულეს, ცეკვები, თეატრალური, იუმორისტული ნომრები წარადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმახურეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილობდნენ.

ეს დღე დაუვიწყარი, სახალისო და ნაყოფიერი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203