
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობის შესაქმნელად შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება 27 დეკემბერს გაიმართა და მასში დაწყებითი კლასების მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა, ზეიმზე მრავალფეროვანი აქტივობები - სიმღერები, ცეკვები, ლექსები, თამაშები წარადგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძება მასწავლებლებმა - არმინე კარაპეტიანმა, ანიუტა თოროსიანმა, ელვიდა პეტროსიანმა და რუზანნა ღანდილიანმა მოამზადეს და როგორც ყოველთვის, დიდი იყო მშობელთა ჩართულობაც, განსაკუთრებით ღონისძიების კოსტიუმებით უზრუნველყოფის ნაწილში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმის ყველა მონაწილეს საახალწლო საჩუქრები გადაეცა, რომელიც ადგილობრივმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს, რისთვისაც მათ სკოლაში დიდ მადლობას უხდიან.
„ზაკის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ტიგრან იორდანიანს, ლიოვა გასპარიანს და ნელსონ კარაპეტიანს გაწეული ხარჯებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: