ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023 წელი ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
29-12-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნავენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, სიყვარულისა და სიკეთის, უდიდესი სითბო დაიღვარა ფოეში, როდესაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ძველი წელი მხიარულად გააცილეს. მათ იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს, რითაც მასწავლებლები და მიწვეული სტუმრები გაამხიარულეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სკოლის დირექტორმა გელა ეზიეშვილმა, ზეიმის ბოლოს, მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კომპანია „ნოვას“, თქვენ უკვე სამი წელია საჩუქრებით ანებივრებთ ჩვენს ბავშვებს. მადლობა, კეთილო ადამიანებო, ძალიან გაგვახარეთ!
ბედნიერი შობა-ახალი წელი დაგდგომოდეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203