„საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და პოპულარიზაცია“ - ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
29-12-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მეთოდი მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და აქტიური ჩართულობით გამოირჩევა. 

ამჯერად, საინტერესო პროექტზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე იმუშავეს. 

პროექტის თემა იყო - „საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და პოპულარიზაცია“. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, სადაც ქართული კულტურული ძეგლები ასახეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა კლასში ნამუშევრები წარადგინეს და პრეზენტაცია გამართეს. თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ნახატის შესახებ ისაუბრა. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს, როგორც მშობლიურ, ასევე ქართულ ენაზე. 

პროექტს ხაჩკოვის საჯარო სკოლის პედაგოგი შუშანა პილტოიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203