ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მომდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ სასკოლო საზოგადოების წინაშე სიმღერები, სკეტჩები და ცეკვები წარადგინეს, რამაც მაყურებელთა დიდი მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, საზეიმოდ გამოეწყვნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
ღონისძიებას მასწავლებლები: ნარგულ ბოლქვაძე, გურამ ბოლქვაძე, რიმა გოლეთიანი, ციური კაკალაძე და დავით ხარაბაძე ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის დირექცია ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: