სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ პირველკლასელთათვის სახალისო გაკვეთილი ჩატარდა
22-05-2018
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ პირველკლასელებისთვის საინტერესო და სახალისო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა „ჭიანჭველა და ფუტკარი“ იყო.
მასწავლებელმა, მედეა ბოლქვაძემ გაკვეთილი „მოლოდინის ხის“ შევსებით დაიწყო, სადაც მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები, როგორი იქნებოდა და რას მოელოდნენ გაკვეთილისგან.
შემდეგ მოსწავლეებმა გადაინაწილეს როლები და წაიკითხეს ტექსტი, ასევე მასწავლებლის დახმარებით შეავსეს ასოციაციური რუკა მწერების შესახებ.
გაკვეთილი სახალისო, ინფორმაციით დატვირთული, თვალსაჩინოებებით და სასწავლო რესურსებით მდიდარი და საინტერესო იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს