ივანდიდის საჯარო სკოლის პირველკლასელებს დამდეგი ახალი წელი ზღაპრის გმირებმა მიულოცეს - პედაგოგის საახალწლო სიურპრიზი მოსწავლეებს
29-12-2023
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საახალწლო ჟრიამულში აქტიურად არიან ჩართულნი.
პედაგოგ მარიკა კეჩხუაშვილის ხელმძღვანელობით, პირველკლასელებმა საინტერესო საახალწლო ღონისძიება მოაწყვეს.
ბავშვები მაყურებლის წინაშე ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით წარდგნენ. დამრიგებელმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ საახალწლო განწყობაზე იზრუნა და სიურპრიზი მოუწყო.
„გასართობი ცენტრიდან დათუნია, „მინი“ და „მიკიმაუსი“ მოულოდნელად ესტუმრა მათ და საჩუქრად საახალწლო ტკბილეულიც დაურიგა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვები სიურპიზმა ძალიან გაახარა. ეს მათთვის დუავიწყარი დღე იყო.
სასკოლო საზოგადოება დამდეგ შობა-ახალ წელს მოსწავლე-მასწავლებლებს ულოცავს.
„გილოცავთ დამდეგს! ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ მარიკა მასწავლებელო, თქვენს პატარებთან ერთად!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს