წნორის N1 საჯარო სკოლის ზღაპრული საახალწლო ღონისძიება 
29-12-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს. 

მე-2 კლასში, პედაგოგ მარინა გოგაშვილის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებს წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - შეასრულეს საინტერესო და სახალისო ნომრები - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, მორიგეს ზღაპრის გმირების როლები. განასახიერეს -  „მგელი და კრავი“, „წითელქუდა“, „ფიფქია და 7 ჯუჯა“, „პეპი გრძელწინდა“, „გოგონა და თოვლის გუნდა“, „წუნა და წრუწუნა“ და ა.შ. 

საახალწლო დეკორაციებით მორთული ჯადოსნური გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. ზეიმს ესწრებოდნენ ამავე სკოლის პედაგოგები და დირექცია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203