„80-90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკა, ანდერგრაუნდი“- მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია-პროექტი
29-12-2023
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ახორციელებენ.
ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია-პროექტი - „80-90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკა, ანდერგრაუნდი“ მუსიკაში, შექმნეს. მოსწავლეებმა სპეციალური მოსაწვევები დაამზადეს და საკონფერენციო დარბაზში მთელი სასკოლო საზოგადოება მიიწვეს.
პროექტს მუსიკის მასწავლებელი ნინო პაპავა ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა კი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.
„პროექტი საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. მასში ნათლად წარმოჩინდა მოსწავლეთა შემოქმედებითობა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს