
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. ახალი წლისთვის მოსწავლე-მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან. პედაგოგები ბავშვებს განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით დატვირთულ დავალებებს სთავაზობენ.
მეორეკლასელებს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საყვარელმა მასწავლებელმა დაუვიწყარი დღე აჩუქა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების შეჯამება წარადგინეს, რომელიც ლამაზი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.
დავალების ფარგლებში, ბავშვებმა დაამუშავეს საახალწლო თემა - შექმნეს საახალწლო ლექსიკონი და სიტყვის ლამაზი ბარათებით მორთეს ნაძვის ხე.
„შემდეგ ნამუშევრები წარუდგინეს „სიტყვის კაცს“ და თავიანთი ცოდნა საახალწლო ვიქტორინით წარმოაჩინეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ასევე, გაიხსენეს საახალწლო თემაზე ნასწავლი ლექსები და მხიარულად, ცეკვა-სიმღერით დაასრულეს პრეზენტაცია. ეს დღე ემოციებით აღსავსე და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებს დამდეგ ახალ წელს დიდი სიყვარულით ულოცავენ.
„უამრავი ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი გაგითენდეთ ბავშვებო, ნინო მასწავლებელო!“ , - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: