გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს
29-12-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში დიდი ხალისი და ჟრიამული იყო.

სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა საინტერესო და სახალისო ნომერი შეასრულეს. გარდა ამისა, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა, თენგიზ გობაძემ დამდეგი ახალი წელი ყველას მიულოცა. მან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და კეთილი სურვილები უსურვა. 

„მადლობა სკოლის დირექტორს ბატონ თენგიზ გობაძეს ამ დღის გალამაზებისთვის. ყველას ვულოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! სიკეთის, ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს ახალი 2024 წელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203