ზღაპრის დღეები ქვილიშორის საჯარო სკოლაში და მეხუთეკლასელთა მომზადებული რადიოგადაცემა
29-12-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებლის - ლელა გოგიძის ხელმძღვანელობით, ზღაპრის დღეების ფარგლებში, გაკვეთილზე რადიოგადაცემა - „ზღაპარი პატარებს“ წარადგინეს.

რადიოგადაცემაში მოსწავლეები - მარიამ გოგიძე, მიხეილ ვარდანიძე, ლიზი კაკაურიძე, ანანო ციბაძე, საბა კიკალიშვილი მონაწილეობდნენ.

მათ რადიოგადაცემა პრეზენტაციის სახით წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, რადიოგადაცემის ბოლოს, ერთმანეთი შეაფასეს და გამარჯვებული - საბა კიკალიშილი გამოავლინეს. ასევე, ყველა მოსწავლეს გადაეცა სიგელი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203