ციხისძირის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეებმა ფესტივალზე თავი ისახელს
22-05-2018
ციხისძირის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი საქართველოს კულტურული განვითარებისა და აღორძინების ცენტრის ორგანიზებით, ილიას ტბაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალში მონაწილეობდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატარა მოცეკვავეებმა ფესტივალზე თავი ისახელს და აქტიური მონაწილეობისთვის დიპლომით და სამახსოვრო სუვენირით დაჯილდოვდნენ.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.