ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს სახვითი ხელოვნების გაკვეთილი ბუნების წიაღში ჩაუტარდათ
29-12-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა იმართება.
მათ შორის, ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა შემოდგომას მიეძღვნა. როდესაც ფერადი ოქტომბერი ნოემბერმა შეცვალა, ხეებს ჭრელაჭრულა კაბა მოაცილა და ოქროსფერი ფოთლით აივსო ქუთაისის ქუჩები, Iა კლასის მოსწავლეები პედაგოგმა საკლასო ოთახებიდან გარეთ გაიყვანა, სახვითი ხელოვნების გაკვეთილის ბუნების წიაღში ჩასატარებლად.
დაწყებითი კლასის მასწავლებელ ცისმარი ვარდოსანიძის მოსწავლეებმა შემოდგომის ბუნებაზე დაკვირვების მიზნით, ბუნებაში გასეირნება მოაწყვეს. ბავშვები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ მხიარულ თამაშებში, ფოთლების გამოყენებით შექმნეს აპლიკაციები, ამოავლეს ჩურჩხელები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
„განა ეს პირველად ხდება?! შინაარსიანად და მხიარულად გატარებულმა დღემ წარუშლელი კვალი დატოვა პატარების მეხსიერებაზე. ცისმარი მასწავლებელი კმაყოფილებას ვერ მალავდა, რადგან თანამედროვე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო სტანდარტის შესაბამისად, Iა კლასში ჩატარდა შემეცნებითი აქტივობები შემოდგომის თემაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს