რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი ზღაპრებისა და მოთხრობების გმირები გააცოცხლეს
29-12-2023

რუსთავის N20 საჯარო სკოლაში დამდეგი შობა-ახალი წელი საზეიმოდ აღინიშნა.

სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ჯადოსნური განწყობის შექმნაზე აქტიურად იზრუნეს.

ბავშვებმა ზღაპრების, მოთხრობების გმირები განასახიერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„პატარა მსახიობებმა ჩვენ თვალწინ გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი ზღაპრებისა და მოთხრობების გმირები“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე მათ მუსიკალური ნომრები წარადგინეს - იცეკვეს, იმღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღნიშნულ დღეს ისინი, ასევე ინტელექტუალურ ვიქტორინებში მონაწილეობდნენ, სადაც მიიწვიეს ცნობილი პერსონაჟები.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

„წინასაახალწლო კვირა მართლაც საკმაოდ დატვირთული და ემოციებით სავსე აღმოჩნდა. ჩვენ კიდევ ერთხელ გილოცავთ მომავალ 2024 წელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203