დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიგა ბოლქვაძე და ირაკლი სურმანიძე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
29-12-2023

თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწვალე ჰყავს, მათ შორის არიან გიგა ბოლქვაძე და ირაკლი სურმანიძე. 

მოსწავლეებს, საბზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა მიღწევით და მათ წინსვლას უსურვებენ.

„შრომა ყოველთვის ფასდება, გილოცავთ ბავშვებო დღევანდელ წარმატებას, თქვენი ცოდნით გაგეკვალოთ მომავლისაკენ სავალი გზები“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203