
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის აქტიურმა მხარდამჭერებმა და გულშემატკივრებმა, მოსწავლეები წინასაახალწლოდ დაასაჩუქრეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, უკვე მრავალი წელია, ქველმოქმედი ძმები: ფრიდონი, ტარიელი და ავთანდილ ჯუმუშაძეები, დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს, წინასაახალწლოდ საჩუქრებს გადასცემენ. ტრადიციას არც წელს უღალატეს.
მოსწავლეები გახარებულები და ბედნიერები ელიან, ახალ 2024 წელს და მადლიერებას გამოხატავენ წინასაახალწლო საჩუქრებისა და განწყობის ამაღლებისთვის.
სკოლაში მადლობას უხდიან გულშემატკივრებს, ამ კეთილი საქმისთვის და მათ ყოველივე საუკეთესოს უსურვებენ.
„უღრმესი მადლობა სკოლის ადმინისტრაციის, მშობლების, თითოეული მასწავლებლისა და მოსწავლეების სახელით, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს მათი მიერ გამოჩენილი ყურადღება, ასმაგად დაბრუნებოდეთ პატარების გულისგასახარად გაღებული სიკეთე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: