დიდი საახალწლო სამზადისი ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 
29-12-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ამაღლებული საახალწლო განწყობა და დიდი სამზადისია. 

მთელი სასკოლო საზოგადოება, ერთიანი ძალებით სკოლას საახალწლო დეკორაციებით, დიდი სიხარულითა და სადღესასწაულო განწყობითა რთავს. 

აციმციმებული ნაძვის ხე, ფერადი დეკორაციებით მორთული სკოლა, საახალწლო თემატიკით შექმნილი ზღაპრული გარემო და გახარებული მოსწავლეები - ასეთია წინასაახალწლო განწყობა ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში. 

მოსწავლეები საუკეთესო სურვილებით, ერთმანეთს დამდეგ ახალ წელს ულოცავენ და ოცნებების ასრულებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203