„სრულყოფილების ფასი“ - განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია 
29-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

პედაგოგი (ლ. ჯანამიან) მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და სამეტყველო უნარების დახვეწაზე აქტიურად ზრუნავს და ამ მიზნით მოსწავლეთა სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას ცდილობს. 

ახლახან, მე-8 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე the price of perfection („სრულყოფილების ფასი“).

მოსწავლეებმა თემაზე პლაკატი დაამზადეს, პრეზენტაცია გამართეს, სადაც სილამაზის ინდუსტრიის მიღწევებზე და უარყოფით შედეგებზე დაიტანეს ინფორმაცია. 

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალებას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და შესაზლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203