
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში დამდეგი შობა-ახალი წელი საზეიმოდ აღინიშნა.
სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. საზეიმო პროგრამა მრავალფეროვან პროგრამას მოიცავდა. უფროსკლასელებმა ქართული ეროვნული სამოსი მოირგეს და შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. უმცროსკლასელები კი სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ.
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთმანეთს ჯადოსნური საახალწლო განწყობა გაუზიარეს და დრო სასიამოვნდ გაატარეს.
სკოლის დირექცია დამდეგ შობა-ახალ წელს საზოგადოებას დიდი სიყვარულით ულოცავს.
„ზინობიანის საჯარო სკოლის თვითმმართველობა, უჭკვიანესი და უნიჭიერესი ბავშვები და პედაგოგები გილოცავთ დამდეგ ახალ 2024 წელს და გისურვებთ ულევ სიხარულს, სიყვარულსა და ბედნიერებას. დაე, ყველას გვეცხოვროს წარმატებულ, განათლებულ, ეკონომიურად ძლიერ და კულტურულად აყვავებულ საქართველოში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: