„ამბები ტყის ფუღუროდან, ახალი წელი ტყეში“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება
28-12-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში საახალწლო წარმოდგენა - „ამბები ტყის ფუღუროდან, ახალი წელი ტყეში“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა საინტერესოდ მოირგეს როლები, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და მაყურებლის წინაშე საუკეთესოდ წარსდგენ.
ბავშვებმა მასწავლებლებს, სტურმებსა და მშობლებს ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს დამდეგი ახალი წელი.
„მრავალ ახალ წელს ჩემო პატარებო, სიყვარული და სიხარული არ მოგკლებოდეთ“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი დიდარი კონცელიძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს