„მრავალჟამიერ, წელო ახალო“ - მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება ალათუმანის საჯარო სკოლაში
28-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და განწყობაზე ზრუნავენ.

ამჯერად, სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მის მიმდინარეობაში ყველა კლასის მოსწავლე ჩაერთო. დამსწრე საზოგადოებას უმცროსკლასელებმა საახალწლო ლექსები, სიმღერები და ცეკვები, ხოლო უფროსკლასელებმა საახალწლო ვიქტორინა - „მრავალჟამიერ, წელო ახალო“ შესთავაზეს.

სკოლამ ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეები ფასიანი საჩუქრებითა და ქების სიგელებით დააჯილდოვა. მათ სიგელები შემდეგ ნომინაციებში მიიღეს:  „გამარჯვებული გუნდი“, „გუნდის საუკეთესო კაპიტანი“, „ყველაზე ჭკვიანი“, „დირექციის რჩეული“, „ყველაზე სწრაფი“, „მაყურებლის სიმპატია“, „ყველაზე პასიური“, „საუკეთესო თამადა“, „საუკეთესო მხატვარი“; „ჟიურის სიმპატია“.

„ღონისძიება ძალიან სახალისო და საინტერესო გამოდგა. კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა ალათუმნის სკოლის ისტორიაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203