მოდეგამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
28-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. მათ პედაგოგები არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ პროექტს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ როგორც ქართულ, ისე მშობლიურ ენაზე იმღერეს და იცეკვეს.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საახლწლო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც არაჩვეულებრივად იყო მორთული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს