ტყიბულის N2 სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება
28-12-2023

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ახალი წლის შემობრძანებას დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ელოდებიან.

სკოლაში, წინასაახალწლო ჟრიამულია. ამის დასტურია ისიც, რომ IX კლასის მოსწავლეებმა, რომელთა ხელმძღვანელი მარინა კლდიაშვილი გახლავთ, ეს დღესასწაული უჩვეულოდ აღნიშნეს. ღონისძიებაში მათთან ერთად 1-ელი და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„მოსწავლეთა მთავარი სამიზნე პატარები იყვნენ, ამიტომაც თავიანთ რეპერტუარში უხვად შემოიყვანეს ზღაპრის გმირები“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა შესანიშნავად შეასრულეს მხიარული ცეკვები და საშობაო სიმღერები. ისინი აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„სცენაზე, ერთმანეთს ცვლიდნენ ქართველი თოვლის პაპა და ფიფქია, სანტა კლაუსი, გრინჩიც კი შემოიჭრა თავისი განუმეორებელი ცელქი ფერიებით. პატარები ძალიან გამხიარულდნენ, იმღერეს და იცეკვეს სხვებთან ერთად, სასაცილო რეპლიკებს ესროდნენ გრინჩს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება დამდეგ ახალ წელს ყველას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„ღმერთმა ნუ მოგიშალოთ საშობაო განწყობა და მხიარულება! გისურვებთ ულევ სიხარულს, სიკეთესა და წარმატებებს! დაე, ფეხბედნიერი ახალი წელი დაჰბედებოდეს საქართველოს! მშვიდობა სუფევდეს დედამიწაზე!“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203