წახანის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
28-12-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სიტყვა წარმოთქვეს. ამ ყველაფრით კი სასკოლო საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ გარემოც შესაბამისად, საახალწლო დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს