მახალაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს
28-12-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის ფრიდონ მახარაძის სახელობის მახალაკიძეების საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საახალწლო ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ასე მიულოცეს დამდეგი შობა ახალი წელი სასკოლო საზოგადოებას.
აქტივობაში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას, რომელსაც მასწავლებელი ნონა ფუტკარაძე ხელმძღვანელობდა, მშობლები, სკოლის პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ..
მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს