სახალისო აქტივობებით გაჯერებული წინასაახალწლო ღონისძიება ზემოსურების საჯარო სკოლაში
28-12-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში, მოსწავლე-მასწავლებლები მოუთმენლად ელიან ახალი წლის შემობრძანებას. 

მოსწავლეებისთვის საზეიმო განწყობის ამაღლებაზე პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ, ამჯერად კი, ჯადოსნური საახალწლო ზეიმი რუსულის მასწავლებლის ია ჟღენტის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

წინასაახალწლო ღონისძიება, 22 დეკემბერს მოეწყო და მასში V, VIII, IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სახალისო აქტივობაში - Говорящие шарики, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს რუსული ენის ცოდნა, წერა-კითხვისა და მეტყველების უნარები, ასევე წაიკითხეს რუსი პოეტების საახალწლო ლექსები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203