დიდი საახალწლო ჟრიამული წერეთელის საჯარო სკოლაში
28-12-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობის შესაქმნელად, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი, IX კლასის მოსწავლე ლუკა აკულაშვილი გახლდათ. ​

საახალწლო დეკორაციებით მორთულ გარემოში, თემატურად გამოწყობილმა მოსწავლეებმა, ჯადოსნური გარემო შექმნეს და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზეს. 

ღონისძება კიდევ უფრო შთამბეჭდავი მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა გახადა, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

სკოლაში, მონაწილეებსა და ხელმძღვანელებს მადლობას უხდიან ამ სანახაობისთვის და ბედნიერ დამდეგ ახალ წელს უსურვებენ. 

„ჩვენმა მოსწავლეებმა, ძალიან საინტერესო საახალწლო ღონისძიება შემოგვთავაზეს მადლობა თითოეულ მონაწილეს, იმათ, ვინც დაეხმარა მათ ამ ყველაფრის მოწყობაში, განსაკუთრებით კი, ღონისძიების ორგანიზატორს, IX კლასის მოსწავლეს - ლუკა აკულაშვილს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203