ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი განახორციელეს 
28-12-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა და ინგლისური ენის პედაგოგმა - რუსუდან მარგველანმა საინტერესო პროექტი განახორციელეს, სადაც მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე სხვადასხვა სახის სარეკლამო ბანერები შექმნეს. მე-6 კლასელებმა ასევე შექმნეს მათი ხასიათის შესაბამისი პორტრეტები და გააკეთეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა საახალწლო სურვილები ინგლისურ ენაზე მისწერეს თოვლის ბაბუას, სადაც ასევე უცხო ენის ცოდნა წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და აღვივებს ინტერესს უცხო ენის მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203