საშობაო სპექტაკლი და შთამბეჭდავი საახალწლო კარნავალი მუხრანის N1 საჯარო სკოლაში
28-12-2023

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშობაო სპექტაკლი და საახალწლო კარნავალი მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და დირექციის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ფერად-ფერადად განათებულ მუხრანის ქუჩებს და სახლებს საუცხოოდ მორთული სკოლის ორივე შენობის შიდა და გარე სივრცე შეემატა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სააქტო დარბაზში წარმოდგენილმა „საშობაო სპექტაკლმა“ და საახალწლო კარნავალმა, მოლოდინს გადააჭარბა და როგორც სასკოლო საზოგადოებაზე, ისე მიწვეულ სტუმრებზე, არნახული შთაბეჭდილება მოახდინა.

ინტელექტით დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა, სცენაზე ევროპელი სანტა კლაუსი, ქართველი თოვლის პაპა, ელფები, გრინჩი და საქართველოს სხვადასხვა კუთხის კოლორიტი პერსონაჟები გააცოცხლეს. 

სკოლაში, ახალი წლის მობრძანებას დიდი იმედებით ელიან. 

„პედაგოგებს და მოსწავლეებს ღრმად გვწამს შობის ერთიანობის და ჯადოსნურობის, გვიხარია წლის მოგონებებით სავსე პერიოდის ზღვა სიხარულით შეხვედრა, ნაძვის ხეების მორთვა, სასკოლო ფუსფუსი და ზღაპრული პერსონაჟებით გაფორმებულ ფერად-ფერად დერეფნებში სიარული“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203