ოროჯალარის საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს
28-12-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობაა.
სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც დამდეგ ახალ წელს მიეძღვნა. მისი ორგანიზატორი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - გაიანე ნორსოიანი იყო.
ზეიმის მიმდინარეობაში მე-7 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. მათ იმღერეს, იცეკვეს და ლექსები მშობლიურ და ქართულ ენებზე წაიკითხეს.
„ღონისძიება იყო საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი“,- აღნიშნავენ სკოლაში.