მრავალფეროვანი საახალწლო კარნავალი დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში
28-12-2023
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში, დიდი საახალწლო მღელვარებაა, მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ახალი წლის შემობრძანებას. 

საშობაო განწყობის შესაქმნელად კი, სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო კარნავალი გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ. 

კარნავალი შთამბეჭდავი და შემოქმედებითი ნომრებით იყო დატვირთული, მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურეს. 

ღონისძიების ბოლოს კი, მონაწილეებმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ყველაფერი საუკეთესო უსურვეს. 

სკოლაში, ამაღლებული განწობითა და იმედებით აღსავსენი ელიან ახალ 2024 წელს. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203