ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
28-12-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლას მრავალი ნიჭიერი და წარჩინებული მოსწავლე ჰყავს, რაც საამაყოა პედაგოგებისთვის. 

ამჯერად, სწავლაში მიღწეული წარმატებისა და საბაზო საფეხური წარჩინებით დასრულებისთვის, სამ მოსწავლეს: რომა აბუსელიძეს, დიეგო ხუჯაძეს და ლიზი ხუჯაძეს, კომპიუტერები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა. 

სასკოლო საზოგადოება გულითადად ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს და უსურვებს შემდგომ წარმატებას. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203