ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანულ ენაზე სწრაფად კითხვაში მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს შეეჯიბრნენ 
28-12-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანულ ენას დიდი მონდომებითა და ინტერესით ეუფლებიან. 

ისინი სხვადასხვა საინტერესო შეჯიბრსა და აქტივობაში ენთუზიაზმით მონაწილეობენ, სადაც აღნიშნული ენის ცოდნას წარმოაჩენენ.

ისინი, ამჯერად, სასკოლო ტურში - „შეჯიბრი სწრაფ კითხვაში“ მონაწილეობდნენ, რომელიც მცხეთის რაიონის იმ სკოლებში ჩატარდა, სადაც გერმანული ენა მეორე უცხო ენად ისწავლება.

გამარჯვებულმა მოსწავლეები რაიონულ ტურ-ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რომელიც 23 დეკემბერს ნიჩბისის საჯარო სკოლაში გაიმართა.

ღონისძიება გერმანულ საშობაო ტრადიციებს მიეძღვნა, სადაც ბავშვებმა გერმანული ლექსები, სიმღერები და პრეზენტაციები წარადგინეს.

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ სკოლის დირექტორები, საპატიო სტუმრები რაიონიდან და გოეთეს ინსტიტუტიდან, გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში ანა ბაკურაძე.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203