ეროვნული თავდაცვის აკადემიას ბალტიის თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი და გაერთიანებული სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები ეწვივნენ
17-05-2018
ეროვნული თავდაცვის აკადემიას ბალტიის თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი, გენერალ მაიორი ანდის დილანსი და გაერთიანებული სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები ეწვივნენ.
სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა უმასპინძლა და მათ აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებები გააცნო. მხარეებმა არსებული მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ლეკვეიშვილმა ლექცია თემაზე „უსაფრთხოების საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ წაიკითხა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს