
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროექტული სწავლების ფარგლებში, განახორციელეს პროექტი - „ზღაპრების სამყაროში“. მიზანი კი, კითხვისა და გააზრების გაუმჯობესება გახლდათ.
პროექტის ფარგლებში, დაწყებით კლასების მოსწავლეებმა, წინასწარ ცნობილი ზღაპრების ჩამონათვალიდან შემაჯამებელ აქტივობად, მცირე ტესტები დაწერეს.
აღსანიშნავია, რომ გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეებიც, რომლებიც სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: