საახალწლო ბაზრობა​ და შთამბეჭდავი საზეიმო ღონისძიება ბეჟანოს საჯარო სკოლაში
28-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში დიდი საახალწლო ჟრიამულია, მოსწავლეებმა საშობაო განწყობა შთამბეჭდავი ღონისძიებით შეიქმნეს. 

მეორეკლასელებმა, საახალწლო ბაზრობა მოაწყვეს, რომელსაც მასწავლებელი ისკუი იეღუნიანი ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საინტერესო პრეზენტაციით დაიწყო.

ღონისძიებაზე, ბავშვებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ასევე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

ღონისძება კიდევ უფრო შთამბეჭდავი ფიფქიასა და თოვლის ბაბუას გამოჩენამ გახადა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ ძალიან ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა. ბოლოს ნამდვილი „თოვლის ბაბუაც“ მოვიდა და მოსწავლეებს საჩუქრები დაურიგა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203