ივანდიდის საჯარო სკოლის მე-2 კლასში ინგლისური ენის გაკვეთილი ახალ წელს მიეძღვნა 
28-12-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განწყობაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

ამჯერად, მეორე კლასში, ინგლისური ენის გაკვეთილი საახალწლო თემას მიეძღვნა. მას მასწავლებელი შორენა დარსაველიძე უძღვებოდა. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე საახალწლო ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. მათ უცხო ენის ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ ხათუნა მასწავლებელი პატარებს თოვლის ბაბუას გამოგზავნილი ტკბილეულით გაუმასპინძლდა. დასასრულს, მოსწავლეებმა აქტიურობისთვის სერტიფიკატებიც დაიმსახურეს და ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ყველას! მადლობა ხათუნა მასწავლებელს დღევანდელი დღის მოწყობისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203