ყარაჯალის საჯარო სკოლაში საახალწლო აქტივობები მოეწყო
28-12-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განწყობაზე ზრუნავენ.

ამჯერად, სკოლაში საახალწლო განწყობა და სამზადისია - აციმციმებულია დერეფნები და კლასები. გაიმართა თემატური აქტივობებიც. მათ შორის, მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიებებში დაწყებითი კლასების მშობლების ჩართულობა, ამასთანავე, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, მათ შორის სსსმ მოსწავლეების ნამუშევრების, მხიარული გარემო და ბავშვების გაბრწყინებული თვალები, პოზიტიური მომავლის იმედს ქმნის.

„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს“,- სკოლაში 2024 წელს ყველას ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203