რუსთავის N23 საჯარო სკოლაში ცნობილ ფსიქოლოგთან შეხვედრა გაიმართა
28-12-2023
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვის გამორჩეული აქტივობები თუ პროექტები ეწყობა.
ამჯერად კი, ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძესთან შეხვედრა გაიმართა. ის განსხვავებული ინტერესების მსმენელთათვის საინტერესოდ წარიმართა. საუბარი შეეხო ფსიქოლოგიას - კერძოდ, როგორი გავლენა აქვს ემოციებს ჩვენს ქცევასა და ჯანმრთელობაზე; ასევე, ყურადღება გამახვილდა - რა არის აღქმა, შეგრძნება, ტყუილის ფსიქოლოგია, რაზეა დამოკიდებული ჩვენი ქცევები.
შეხვედრის მონაწილეებს, მოსწავლეებს, პედაგოგებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მიწვეული სტუმრისთვის კითხვებით მიემართათ და განხილულ საკითხებზე ემსჯელათ.
სკოლის დირექტორმა მზია კიწმარიშვილმა ზურაბ მხეიძეს, მხარდაჭერისა და საინტერესო საუბრისათვის, დამსწრე საზოგადოების სახელით, მადლობა გადაუხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს