განძის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
28-12-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. მათ პედაგოგები არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ პროექტს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-4 კლასში, მასწავლებელ ს.ღარიბიანის ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება მოეწყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი შესაბამისად გამოეწყვნენ, სხვადასხვა ნომერი გამართეს, იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს.
მეოთხეკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საახლწლო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც არაჩვეულებრივად იყო მორთული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს