„შობის დღესასწაული და ქართული სიმღერები” - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე დღესასწაულის სიდიადე და განუმეორებლობა წარმოადგინეს 
28-12-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, მუსიკის შთამბეჭდავი საშობაო გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა სკოლაში, თემაზე -  „შობის დღესასწაული და ქართული საშობაო სიმღერები” პრეზენტაცია წარადგინეს. პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა შობის დღესასწაულსა და ტრადიციებზე ისაუბრეს.

„კლასში, მათ წარმოაჩინეს ქართველ კომპოზიტორთა საშობაო სიმღერები, რომლებშიც საოცარი სითბოთი და სიყვარულით არის გადმოცემული შობის დღესასწაულის სიდიადე და განუმეორებლობა“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე.

აღნიშნული კლასის დამრიგებელი თეა ბობოხიძე, ხოლო მუსიკის პედაგოგი ქეთი რატიანი გახლავთ.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203