„ახალი წლის ტრადიციები“- ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურეს
28-12-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობაა. 

სადღესასწაულო ღონისძიება - „ახალი წლის ტრადიციები“, პედაგოგ ლელა მოწონელიძის სადამრიგებლო - მე-3 კლასის მოსწავლეებმა გამართეს. ისინი ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყვნენ, სასკოლო საზოგადოება საქართველოს კუთხეებში „ამოგზაურეს“ და დამსწრეთ გააცნეს, თუ როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს და როგორი იყო მეკვლეობის ტრადიციები საქართველოს კუთხეებში.

მესამეკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატრეს და საზეიმო განწყობა შექმნეს. 

„ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასვანაირად აღინიშნება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203