შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება დანდალოს N1 საჯარო სკოლაში
28-12-2023

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. 

საახალწლოდ მორთულ სცენაზე, თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს. 

ბავშვებმა, სასკოლო საზოგადოებას, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის კი, სკოლის დირექტორი ინგა ბერიძე, მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებლებსა და მშობლებს დიდი მადლობას უხდის. 

„უმაგრესი კოლეგები და უზემაგრესი მოსწავლეები მყავს მე. მადლობა კლასის დამრიგებლებს, მხატვრული წრის ხელმძღვანელებს შორენა აბუსელიძესა და ზაზა ბერიძეს, განსაკუთრებული მადლობა ნინო ბალაძეს ხალისინი თემატური ნომრების მომზადებასა და ლამაზი სანახაობის ორგანიზებისთვის. მადლობა, მშობლებს ღონისძიების გალამაზებისთვის. მრავალი ბედნიერი შობა ახალი წელი გაგთენებოდეთ, ჩემო ძვირფასებო!“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203