ქუთაისის N40 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, მუზეუმებს ეწვივნენ
28-12-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ეწყობა.
მათ შორის, მე-3ბ კლასის მოსწავლეები, მშობლებთან და დამრიგებელთან ერთად, ქუთაისის „ისტორიულ-ეთნოგრაფიულ“, „სპორტისა“ და „საბრძოლო დიდების“ ეროვნულ მუზეუმებს ეწვივნენ.
მოსწავლეები ჩართულნი არიან პროექტში - „ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობა“, ამიტომ პედაგოგმა, ქეთევან გედენიძემ, პროექტის ფარგლებში, საჭიროდ ჩათვალა მოსწავლეები მუზეუმების ისტორიულ საგანძურებს გაცნობოდნენ.
მოსწავლეები „ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში“ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს, სპორტის მუზეუმში - სპორტსმენების ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის, ყოფილი სსრკ-ის, საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებულ ჯილდოებსა და თავად სპორტსმენთა ფოტოებს, ხოლო „საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში“, ქართული საბრძოლო ხელოვნების და ისტორიის ამსახველ მასალებს გაეცნენ.
„ვიზიტი მუზეუმში არის შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეს ერთდროულად უვითარებს დაკვირვების, კვლევის, ანალიზისა და შეფასების, ინფორმაციის ეფექტურად აღქმის უნარს. დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა“,- წერს კლასის ხელმძღვანელი ქეთინო გედენიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს