საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სამოდელო-საჩვენებელი გაკვეთილი ქუთაისის N40 სკოლაში
28-12-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.
მასწავლებელ სალომე საგანელიძის სადამრიგებლო - მე-8დ კლასში, პედაგოგმა ირინე ყურაშვიამ მათემატიკაში საინტერესო სამოდელო-საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა, რომლის თემაც იყო „მართკუთხა სამკუთხედი“. გაკვეთილს სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე და სკოლის ინფორმაციული მენეჯერი მარიამ ივანიძე ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა მართკუთხა სამკუთხედის თვისებები შეისწავლეს და მიღებული ცოდნა ამოცანების ამოხსნისას გამოიყენეს. მრავალფეროვანმა რესურსებმა, power-point-ში მომზადებულმა სლაიდებმა, თვალსაჩინოებებმა მოსწავლეებში ახალი საკითხის უკეთ გააზრება-გაგებას ხელი შეუწყო. მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, მათ სხვადასხვა ტიპის ამოცანები ამოხსნეს. ასევე, პრაქტიკული შინაარსის მქონე ამოცანა განიხილეს, რომლის ამოხსნით ყოფა-ცხოვრებაში ცოდნის ტრანსფერი შეძლეს.
„მასწავლებელს სწორად ჰქონდა შერჩეული რესურსები. ბოლოს, ქალბატონმა ნინომ დადებითად შეაფასა გაკვეთილი, მოსწავლეთა ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში და უსურვა მათ წარმატებები“,- გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს