ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლე კობა თედორაძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
28-12-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლას, არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა კობა თედორაძე. 

კობა სწავლაში მიღწეული წარმატებისა და საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპიუტერით დააჯილდოვა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლა ულოცავს ამავე სკოლის მოსწავლეს ამ დამსახურებულ ჯილდოს. წინსვლასა და წარმატებას უსურვებს, ეს მიღწევა მოსწავლისა და პედაგოგების დაუღალავი შრომის შედეგია. ძვირფასი მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203