
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს ინგლისური ენის კლუბი - funny english clyb.
აღსანიშნავია, რომ კლუბი მოსწავლეების თვითმმართველობას და მასწავლებელს აქვთ ჩამოყალიბებული. ამჯერად, სკოლაში, კლუბთან თანამშრომლობით ზღაპრის - peter the rabbit ინსცენირება გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზღაპარი სპექტაკლის სახით გაცოცხლდა, რაშიც V და VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენის მიზანი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, წიგნიერების დონის ამაღლება და სკოლაში არაფორმალური განათლების დანერგვაა.
თვითმმართველობის მოსწავლეებმა, მონაწილე ბავშვებს, მასწავლებელთან ერთად დაუმზადეს ფორმები და მრავალფეროვნად მოაწყეს სცენა.
დღე შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი იყო, წარმოდგენამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლაში, განსაკუთრებულ მადლობას დირექტორს, ნინო მელქოშვილს უხდიან.
„მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო მელქოშვილს გვერდში დგომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: